ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:30
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » მაისი » 24 » საფეხბურთო კლუბ ''ჩხერიმელას'' დაარსება და ისტორია
19:50
საფეხბურთო კლუბ ''ჩხერიმელას'' დაარსება და ისტორია
    საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა ჩამოყალიბდა 1983 წელს ძმებ მურთაზ და სოსო აბაშიძეების
მიერ.
    მურთაზ აბაშიძე ერთ–ერთი წარმატებული ხარაგაულელი ფეხბურთელი იყო,იგი თავისი კარიერის
მანძილზე არაერთ წამყვან რუსულ კლუბში თამაშობდა, მათ შორის იყო ლენინგრადის ''ზენიტი'',
ხოლო კარიერის ბოლო წლები მშობლიური ხარაგაულის გუნდ ცხერიმელაში გაატარა.
    სოსო აბაშიძე კი თავის კარიერის წლებში ხაშურის ''ივერიაში'' თამაშობდა,ბოლო წლები
მანაც ჩხერიმელას დაუთმო.
 
 
 
 
 
   
    მათი უშუალო ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი ხარაგაულში ფეხბურთის წინსვლას.
    ჩხერიმელა ასპარეზობდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში,საქართველოს
 დასავლეთის ზონის ''ბ'' ლიგაში.
 
   1987 წლიდან ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი–თემიკო დევდარიანი) გუნდის შემადგენლობა
გააძლიერა, გუნდში მოიყვანა თბილისელი მოთამაშეები და შედეგმაც არ დააყოვნა და გუნდი ''ბ''
ლიგიდან ''ა'' ლიგაში გადავიდა.
 
   
 
  ჩხერიმელას დიდ დახმარებას უწევდა ქართული ფეხბურთის მოამაგე და ქართული საფეხბურთო
ტრიუმფის  მჭედელი ნოდარ ახალკაცი, იგი გუნდს ფორმებით და სხვა საფეხბურთო ატრიბუტებით
ამარაგებდა, აგზავნიდა შეკრებებზე აფხაზეთის საკურორტო ქალაქებში,რომლებიც ძალიან
პრესტიჟულად ითვლებოდნენ მთელს პოსტ–საბჭოთა სივრცეში და სადაც იმავდროულად ისეთი
კლუბები გადიოდნენ შეკრებებს, როგორებიც იყვნენ: კიევის დინამო, მოსკოვის დინამო, მოსკოვის
 ლოკომოტივი და სხვ.
 
 
   ზემოთ ნახსენებ შეკრებებზე, ჩხერიმელას სპარინგ–პარტნიორები რათქმაუნდა ისევ დაბალი
ლიგის გუნდები იყვნენ, თუმცა რამოდენიმე მატჩი მაღალი ლიგების ბინადარ გუნდებთანაც გამართეს:
       გურია (ლანჩხუთი) 5-0 ჩხერიმელა
ფახთაგორი (ტაშკენტი) 3-1 ჩხერიმელა.
 
         
 
 
 ჩხერიმელას ფეხბურთელები ნიკორწმინდაში (ონის რაიონი)
 
    საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ 1990–წლის 30 მარტს  ჩატარდა
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი,აქედადნ საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ
პირველობას.
    შესაბამისად ჩხერიმელაც შეუერთდა ახალ ეროვნულ ჩემპიონატის და გამოდიოდა საქართველოს
მეორე ლიგის დასავლეთის ზონაში.
    გუნდიდან წავიდნენ მოწვეული ფეხბურთელები.
ჩხერიმელაში ამ პერიოდში მხოლოდ ხარაგაულელები თამაშებდნენ:
 
 
 
ავტორი გივი კურტანიძე ©
 
 
 
ნანახია: 1508 | დაამატა: misisarqiteqtor | ტეგები: ფეხბურთი, ისტორია, ჩხერიმელა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 misisarqiteqtor   (24.05.2010 23:00) [Материал]
ძალიან საინტერესოა.
გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ.
good good good good

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024