ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:07
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 3
სტუმრები: 3
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ფაუნა და ფლორა
23:50
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ფაუნა და ფლორა
ფაუნა –  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კარგადაა ცნობილი თავისი კოლხეთისა და კავკასიისათვის დამახასიათებელი მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი როგორც ტყის მცენარეულობა, ასევე სამხრეთ კავკასიის სუბალპინური მდელოები. პარკში ლაშქრობისას შეიძლება შეხვდეთ და დააკვირდეთ ჩიტებს, მაგალითად ენდემურ კავკასიურ შავ როჭოს (Lyrurus / Tetrao mlocosiewiczi).
 
    ეროვნული პარკის ტერიტორიას გადამფრები ფრინველების გზა კვეთს. გაზაფხულზე და შემოდგომით შეგიძლიათ იხილოთ ყვითლად შეფერილი ფუტკრიჭამიას გუნდი ხელუხლებელ ტყეებში ცხოვრობს მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი. ეროვნული პარკის ეს მრავალფეროვნება მნახველთაგან გაფრთხილებას მოითხოვს - ყველა მცენარეს და ცხოველს კანონი იცავს! ეროვნული პარკი კულტურულ ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს.


                       
                                            არჩვი                                       ფოცხვერი
                                  
                                                               მურა დათვი
 
ფლორა – ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) 400-1800 მეტრის სიმაღლეზე დომინირებს კოლხური ტყის მცენარეულობა. კოლხური ტყის თავისებურებაა ტყის საბურველქვეშ განვითარებული მარადმწვანე ბუჩქები: შქერის, ძმერხლის, ბაძგის და სხვა ქვეტყე. მნახველებისათვის განსაკუტრებით შთამბეჭდავია ეროვნული პარკის მონახულება აზაფხულზე დეკის ყვავილობის დროს. 200 მეტრის სიმაღლეზე თქვენ მოხვდებით სუბალპურ მდელოებზე. მათი შემქმნელი სახეობებია: კავკასიური კურდღლისფრჩხილა, ბაია, მარმუჭა, ფრინტა და სხვა. ეროვნული პარკის ყველაზე მაღალ ადგილას, სამეცხვარეოს მთაზე 2642 მეტრის სიმაღლეზე შეგიძლიათ დატკბეთ ალპური მდელოების მრავალფეროვანი მცენარეებით ივლისსა და აგვისტოში.
 
  ეს თვალწარმტაცი ადგილები მნახველისაგან სათუთ მოპყრობას მოითხოვს - მცენარეებს კანონი იცავს. მათი დაზიანება ან შეგროვება სასტიკადაა აკრძალული.
 
                                   
                                  
 
ავტორი – გივი კურტანიძე
 
ნანახია: 1756 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ტყეპარკი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024