ხუთშაბათი, 18.04.2024, 14:33
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 2
სტუმრები: 2
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
17:09
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია.  
 
     გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ფლიშით - ქვედა ეოცენური ნალექებით: მერგელოვანი თიხები, მერგე ლები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელოვანი კირქვები; მის აგებულებაში მონაწილეობას იღებს, აგრეთვე, ოლიგოცენნეოგენური ასაკის დანალექი და ვულკანურ დანალექი ფორმაციები.
ეროვნული პარკში გაერთიანდა ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიაზე. საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰა-ია.

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი (ჩასტანეა სატივა Mილლ.), წიფელი (Fაგუს ორიენტალის L.), რცხილა (ჩარპინუს ორიენტალის), კავკასიური ცაცხვი (თილია ბეგონიიფოლია შტევ.), კოლხური მუხა (Qუერცუს ჰარტწისსიანა შტევ.), დეკა (ღჰოდოდენდრონ ცაუცასიცა) და იფანი (Fრახინუს ეხცელსიორ) ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. ბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები - ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.
ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით (Pიცეა ორიენტალის L.), კავკასიური სოჭით (Aბიეს ნორდმანიანნა შტევ.) და ფიჭვითაა (Pინუს სოსნოწსკყი) შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები. 

                

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი (ჩასტანეა სატივა Mილლ.), კოლხური მუხა (Qუერცუს ჰარტწისსიანა შტევ.), უთხოვარი (თახუს ბაცცატა), სტევენისა (Pაეონია სტევენიანა) და ვინოგრადოვის ზამბახი (Iრიდოდიცტყუმ წინოგრადოწიი). 

    მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი (ჩანის ლუპუს), ფოცხვერი (Lყნხ ლყნხ) და დათვი (Uრსუს არცტოს). ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს) და გარეულ ღორს (შუს სცროფა) ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის (ჩერვუს ელაპჰუს) პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები (ჩაპრა აეგაგრუს), თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის (ჭჭF) მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. Aაქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია" შესული.
 
    წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა (Vულპეს ვულპეს) და კურდღელი (Lეპუს ეუროპაეუს). 

    ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო (Lაუდაკია ცაუცასიცა) და ხმელთაშუაზღვის კუ (თესტუდო გრაეცა). 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი (Aქუილა ცჰრყსაეტუს ფულვა), ორბი (Gყპს ფულვუს ფულვუს), სვავი (Aეგყპიუს მონაცჰუს) და კავკასიური როჭო (თეტრაო მლოკოსიეწიცზი). 

    დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული, რაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს.

    ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულება, როგორებიცაა: ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონში. ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს, მაგალითად: ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები. 

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო. 

                  

რას გთავაზობთ პარკი: 
   
1. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი”:

 მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე; 
 მარშრუტის სიგრძე – 39-41 კმ;  

 ღამისთევა – ტურისტულ თავშესაფრებში: ”ლომის მთა” და "სახვლარი”; 
 მარშრუტი კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი). 

2. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი”:
 მარშრუტის ხანგრძლივობა – 4 დღე;
 მარშრუტის სიგრძე – 49-51კმ;

 ღამისთევა – ამარათის, სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან კარვებში. 
მოგზაურობა ხორციელდება აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით); მარშრუტი კვეთს ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642მ); 

3. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "პანორამების ბილიკი”:
 მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე;
 მარშრუტის სიგრძე – 34კმ;

 ღამისთევა – ამარათის ტურისტულ თავშესაფარში. ეს არის რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით.

4. სალაშქრო მარშრუტი "ხელუხლებელი ტყის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
  მარშრუტის სიგრძე – 12-13 კმ;

 ღამისთევა –ნუნისის მცველთა საგუშაგოში ან კარვებში. ეს არის უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მოგზაურობა გაზაფხულზე დეკის ყვავილობის დაწყებისას (მაისი).

5. სალაშქრო მარშრუტი – "ზეკარის უღელტეხილის ბილიკი”:
 მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
 მარშრუტის სიგრძე – 9-10 კმ;
 
ღამისთევა – დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში. მარშრუტი გრძელდება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი). ეროვნული პარკის გადაკვეთა შესაძლებელია მთის ველოსიპედით ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

6. სალაშქრო მარშრუტი – "ნაკვალევის ბილიკი”:  
მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
  მარშრუტის სიგრძე – 12-13კმ;

 ეს არის ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი). 

7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი:
  მარშრუტის ხანგრძლივობა – 1,5 სთ;
  მარშრუტის სიგრძე – 3კმ;

  ბილიკის გავლისას თქვენ შეხვდებით 9 საინფორმაციო სტენდს და ხის ინსტალაციებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე.

8. საცხენოსნო მარშრუტი – "მეღრუკის ხეობა”:
  მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
  მარშრუტის სიგრძე – 5,5კმ;
 
ეს არის წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით.

9. სალაშქრო-საცხენოსნო ბილიკი – "მწყემსების ბილიკი”:

 მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
  მარშრუტის სიგრძე – 14 კმ;
 
ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტული თავსესაფრებს. ტურისტული თავშესაფრები არის 12 ადგილიანი.  წყარო – dpa.gov.ge

        
        
                
                 


ავტორი – გივი კურტანიძე
ნანახია: 3899 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 arqiteqtor   (20.11.2010 18:41) [Материал]
irakli – არა ვარ ღორეშიდან

0  
1 irakli   (19.11.2010 14:12) [Материал]
avtori-givi kurtanidze goreshidan aris tu ara

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024