1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთ–ერთი რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი, 25 წლის ელისო ჭიპაშვილი იყო, წარმოშობით ხარაგაულის სოფელ ბაზალეთიდან.
"საოცრად მორწმუნე გოგონა იყო ელისო. ვაჟკაცური ბუნების გოგო იყო ელისო. ერთმა კაცმა ჩამომიტანა ამბავი ფასანაურში: იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო. ეხლა ელისოს რომ მოუტრიალდა სალდათი, შეუძახნია: – რას შვრები, მე ფეხმძიმეთ ვარო! იმას კიდევ უფრო გამეტებით დაურტყავს: – „ეშჩო ლუჩშეო!""
მამა – გიორგი ჭიპაშვილი.
პატარა ხარაგაულში დღეს ერთ–ერთი ქუჩა ელისო ჭიპაშვილის სახელს ატარებს.
ავტორი – გივი კურტანიძე
|