სამშაბათი, 23.04.2024, 15:58
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2011 » აპრილი » 9 » 9 აპრილი
17:14
9 აპრილი

    ამ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში 2 დატვირთვა აქვს.

    1989 წლის 9 აპრილი მიუთითებს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. სისხლიან მოვლენებს მომხდარს საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას.
      ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

       საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

       რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი ათეულათასობით ქართველს, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, იმპერიის ტანკები და ალესილი ნიჩბები დაუპირისპირდა, დაიღუპა 21 ადამიანი. 
      მათგან ერთი ხარაგაულელი იყო – რესპუბლიკური საავადმყოფოს ელისო ჭიპაშვილი, სასწრაფო დახმარების მედდა. ...იმ ღამით ბავშვისთვის დაურტყავთ "სალდათებს" და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო, ახლა ელისოსკენ მიბრუნებულა რუსი, შეუძახნია, რას შვები! მე ორსულად ვარო! იმას კიდე გამეტებით დაურტყამს "ეშჩო ლუჩშეო". 

     ამ დღეს ათასობით მომიტინგე კი დღემდე უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, ბევრი მოიწამლა და დასახიჩრდა.

     ამ ადამიანების სახელები სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში:

  ადამია აზა, 22 წლის, ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის, ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის, გიორგაძე ნატო, 23 წლის;დოლიძე თამუნა, 28 წლის, ენუქიძე თინა, 70 წლის, თოიძე ნინო, 25 წლის, კიკვიძე ზაირა, 61 წლის, ლოლაძე მანანა, 33 წლის, მამულიშვილი თამარი, 50 წლის, მეტრეველი ვენერა, ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის, ქვასროლიაშვილი შალვა, ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის;ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის, ჭოველიძე თამარი, 16 წლის, ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის, ჯინჭარაძე მზია, 43 წლის, მელქაძე მანანა 23 წლის, ქარსელაძე გია 25 წლის.

 

 

 

                                 

                        

                           

 
    1991 წლის 9 აპრილს, ამავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე თავისუფლებას მოწყურებული ერისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უპირველესად სულიერი და ეროვნული თვალსაზრისით. ამ დღემ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და ქართველი ხალხის ბრძოლა დააგვირგვინა. ამ დღიდან დაიწყო საქართველოს ისტორიაში სრულიად ახალი, რთული გზა, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლად უნდა გაევლო. მას შემდეგ ქართველი ერი ამ გზას ადგას და არ კარგავს რწმენას, რომ საქართველო ღვთის ნებით ისევ გაბრწყინდება.
    "სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. ცხრა აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ფარავდეს ღმერთი!!! " – ზვიად გამსახურდია
                                    
 
      
 
 
 
 
                                     
   
                                    
 
 ავტორი – გივი კურტანიძე
 
 
 
 
 
 

ნანახია: 3246 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ტრაგედია, 9 აპრილი, დამოუკიდებლობის დღე | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024