პარასკევი, 19.04.2024, 21:19
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2012 » მაისი » 26 » 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
12:07
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
   26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. 
   1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაიის საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.
   1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსირება მოახდინა. ხელისუფლება იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა.
   1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შევიდა ძალაში. ხოლო 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1991 წლიდან მოყოლებული 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

წყარო – tbilisi.gov.ge
       
 დამფუძნებელი კრების სხდომა. ტფილისი, 1918 წ. ბ. კოზაკის ფოტო          საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები, თბილისი, 26 მაისი, 1918 წ.

                                                                  საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918 წელი

                                     
                                             
                                                  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუქა, დროშა და გერბი 1918 წელი

                                      

                                                         საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს.
 
                                                   
  ნოე ჟორდანია                                                                                                                      ზვიად გამსახურდია
 
                                             საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, 1991 წლის 9 აპრილი

                                                                       

                                  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 26 მაისი 1918, საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ 25 თებერვალი 1921
                                 

                                                     საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 9 აპრილი 1991

                                 

                                 

                               გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ჩვენს სახელმწიფოს!

                                   



ავტორი – გივი კურტანიძე

ნანახია: 7486 | დაამატა: Klio | ტეგები: 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, საქართველო | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024