სამშაბათი, 19.03.2024, 06:40
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

1930 წელს მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკაში, ივანე (ბიჭიკო) აბაშიძემ ჩამოაყალიბა გუნდი, რომელსაც ძირითადად ზემოიმერული სიმღერები შეასწავლა.

 მოგვიანებით ორჯონიკიძის (ხარაგაულის)სარაიონო და მარელისის ფაბრიკის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები გააერთიანა და რეპერტუარი მივიწყებული იმერული ხალხური სიმღერებით შეავსო. ეს სიმღერები გრიგოლ კოკელაძესა და მიხეილ ჩირინაშვილს მანვე ჩააწერინა. ისინი დღემდე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელნაწერთა ფონდში ინახება. 1947 წლიდან ივანე აბაშიძე ორჯონიკიძის (ახლანდელი ხარაგაულის) რაიონის კულტურის სახლის დირექტორად დაინიშნა. მან მრავალი ნიჭიერი ლოტბარი გამოავლინა და აღზარდა, რომელთა შორის იყვნენ გენადი ბუაჩიძე, სულიკო ციმაკურიძე, პ. სახვაძე, ლ. ლურსმანაშვილი, მ. კამკამიძე და სხვები.

 

ხარაგაულის მდიდარ კულტურის ტრადიციები წარმატებით გააგრძელა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ოდილამ", რომელიც 1988 წელს მომღერამა სულიკო ციმაკურიძემ ჩამოაყალიბა. ის თავად იყო ანსამბლის ლოტბარი. თავდაპირველად ანსამბლში ცხრა კაცი მღეროდა, შემდეგ ექვსნი იყვნენ. მათი რეპერტუარის უმეტესობა თავად სულიკოს მიერ აღდგენილი იმერული სიმღერებისგან შედგებოდა, ანსამბლმა იმოგზაურა უკრაინაში, ბალტიისპირეთში და რუსეთში."ოდილას" ჩანაწერები ინახება საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში. 2006 წელს ჩაწერეს კომპაქტ დისკი, რომელიც შვეიცარიაში გამოიცა. სულიკო ციმაკურიძე გარდაიცვალა 2012 წლის 13 იანვარს. 

მისი გარდაცვალების შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელი არის იუზა ბერაძე, ანსამბლში ხუთი წევრისგან შედგება: ომარ კახიძე, ლევან შარიქაძე, სოსო ავალიშვილი, დიმიტრი გიორგაძე და იუზა ბერაძე. ანსამბლო დღესაც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით.

 




 

 

 
 

სიმღერა ანსამბლ "ოდილა"–ს რეპერტუარიდან "ჯეოსტარი 2010"ასრულებენ: ანსამბლი "ლაშარი", გიორგი უშიკიშვილი და ინდირა ჯგერნაია.

Posted by ხარაგაული და ხარაგაულელები on Monday, 28 January 2013

 

ოდილას გარდა ხარაგაულში ფუნქციონირებენ: კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა გუნდი (ხელ. ზ.ბერაძე), ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,საუნჯე" (ხელ. დალი და მაია მაღრაძეები), ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "კახორი" (ხელ. დალი მაღრაძე, ლოტბარი მაია მაღრაძე), ხარაგაულის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ხალხური სიმღერის ანსამბლი "ნუნისი" (ხელმძღვანელი ვასილ კიკნაძე, თორნიკე ბაკურაძე) 

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "საუნჯე" - 1997 წელს დალი მაღრაძის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ანსამბლი„საუნჯე." 2013 წლის მონაცემებით ამ ანსამბლში ოთხასზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხალხური სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნება. „საუნჯე" საქართველოში ჩატარებული ფოლკლორული ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, გრან-პრის, უამრავი მედლისა და სიგელის მფლობელია.

 

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "კახორი" - „საუნჯეს" სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა 2012 წლის 28 ივლისს დაარსეს ანსამბლი კახორი, ანსამბლი ასრულებს ქართულ, ხალხურ სიმღერებს. ჯილდოები: ფესტივალი "ნარინჯისფერი ქობულეთი 2013" გრანპრი, ხალხური სიმღერების საერთშორისო ფესტივალი "ნესებირის ვარსკვლავი" ბულგარეთში, ქალაქ ნესებირში – I ადგილი.



ხალხური სიმღერის ანსამბლი ნუნისი - 2011 წლის 11 ივნისს, თბილისში გამართულ ხალხური სიიმღერის ფესტივალზე ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხალხური სიმღერებისსა და საგალობლების ანსამბლმა (პედაგოდი თორნიკე ბაკურაძე) პირველი ადგილი დაიკავა....ფესტივალში მონაწილეობდა ორმოცამდე კოლექტივი.

 

 

 

ხარაგაულის ფოლკლურული ანსამბლი "საუნჯე" და "კახორი"

Posted by ხარაგაული და ხარაგაულელები on Tuesday, 22 October 2013

 

 

 

სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024