სამშაბათი, 23.04.2024, 21:46
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
კალმით ნაწერი [20]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ხელით შექმნილი [0]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » შენ... (გივი კურტანიძე)
23:45
შენ... (გივი კურტანიძე)

                                                          შენ...

    შემოდგომის თბილი საღამოა,მზე უკვე ჩასვლას აპირებს, წამოწოლილა ცამრგვალზე და ყურადღებით აკვირდება ვარდისფერი სხივებით განათებულ არემარეს, თითქოს უკანასკნელ სხივთა ნაკადს აგზავნის გამოსამშვიდობებლად.

    შენ შენი ხის სახლის ხის აივანზე ზიხარ და  ჩამავალი მზის სხვივებს შესცქერი, მზემაც შეგამჩნია და მანაც მოგაპყრო თავისი თვალისმომჭრელი მზერა. მოეწონე, ისე მოეწონე, სულ დაავიწყდა რომ უნდა ჩასულიყო. შენ თვალი არ მოგიცილებია მისი სიკაშკაშისთვის, თუმცა გრძნობდი თუ როგორ გწვავდე მისი დიდებული სახე.

     ... წესით უკვე შებინდებული უნდა იყოს, მაგრამ მზე ადგილიდანაც არ დაძრულა, არადა სადაცაა მთვარე ამოგორდება და ხო ვიცი მაგისი მკვახე ხასიათის ამბავი:

     –ღამით მაინც დამითმეთ ჩემი ადგილი და მაცადეთ ჩემს ნებაზე ცხოვრებაო – დაიჩივლებს გაგულისებით.

     შენ კი ისევ შესცქერი მზეს და ვეღარც ამჩნევ რომ უკვე უნდა დაღამებულიყო. მზემაც მგონი საბოლოოდ გადაიფიქრა ჩასვლა, წამოწოლილა ცისფერ ტახტრევანზე და ტკბება შენი მზერით.

     ...აი მთვარეც გამოჩნდა. (ახლა კი ვნახავ იმ ურცხვი მზის სეირს – გ.კ.)  მოვიდა ღიღინ ღიღინით, მაგრამ მზის დანახვამ ხასიათი წაუხდინა,  გაკვირვებისა და სიბრაზისაგან თვალები გაუფართოვდა და  ნაოჭებიც შეეჭმუხნა.შემდეგ  ხმის ამოუღებლად, წარბშკრულმა შეხედა დღის მნათობს, მის გაშტერებულ მზერას თვალი გააყოლა და შენ დაგინახა.

      ...წესით უკვე კარგად დაღამებული უნდა იყოს და უღრუბლო ციდან მხოლოდ მთვარის ცივი შუქი უნდა ანათებდეს, მხოლოდ ის უნდა იყოს ბატონ–პატრონი ცაზე უახლოეს განთიადამდე, თუმცა შენს შემხედვარეს ეს ყველაფერი საერთოდ გადაავიწყდა, სიბრაზემაც ერთბაშად გადაუარა, მზის დანახვისგან გაფართოებული და  ბრაზით აღსავსე თვალები ერთბაშად დაუმშვიდდა და შენზე ცქერა განაგრძო

    ...შენ ისევ შენი ხის სახლის ხის აივანზე ზიხარ და  მორიდებით უცქერ მზისა და მთვარის სახეებზე მოთამაშე ღიმილს და შენი ნახვისგან მინიჭებულ სიამოვნებას.

      მე უკვე კარგა ხანია შენი ხის სახლის ხის აივნის მოპირდაპირედ, გორაზე ვზივარ და შენ გიცქერ. ასე გრძელდება უკვე ორი თვეა, როგორც წინად, ახლაც მორიდებით გიყურებ და ირგვლივ  ვერაფერს ვამჩნევ. ცხადია ვერც ცაზე უდროო დრომდე შემორჩენილ მზე და მკრთალად მოცქირალე მთვარე დავინახე. მხოლოდ შენ გიყურებ და ვცდილობ შენი მზერა დავიჭირო. მაგრამ შენ მხოლოდ მათ შესცქერი.

      უცბათ რაღაცამ გამომაფხიზლა, არემარეს თვალი შეავავლე,მერე ცას შემხედე და მოულოდნელად ჩემს წინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა. დავინახე ცის ორი მნათობი გვერდიგვერდ გაჩერებულიყო და მათ მიერ მოფენილი შუქი ლამაზი ფერებით აელვარებდა მიდამოს. ხოლო  შენს ნატიფ სახეზე მორიდებით ეცემოდნენ და ულამაზეს შუქჩრდილს უქმნიდნენ მოხდენილად მოყვანილ ნაკვთებს.

     -ნეტა რა ხდება? – გამიელვა უეცრად, –რა უნდათ?  ვის შესცქერიან გარინდულნი? ნუთუ ისინი შენ გიყურებენ?! ნუთუ ჩემს კონკურენტებად იქცნენ შენდამი სიყვარულში?!

     –ალბათ იმათმაც შემამჩნიეს, ალბათ ახლა ისინიც ამასვე ფიქრობენ ჩემზე.

    ამ ფიქრებისგან აფორიაქებული ისევ შენსკენ ვიხედები, ვხედავ თუ როგორ დგები და სახლში შედიხარ.... რატომ წახვედი? მოგეცადა კიდევ  ცოტა ხანს, ნუთუ შენც მიხვდი ყველაფერს და წახვედი? ...

    ....უეცრად ღამის სუსხმა გამაღვიძა, შემკრთალი წამოვჯექი, დაღამებულა, ყველაფერი თავის ადგილზე დამდგარა, ცაზე მთვარე გაბატონებულა და ახლა რიხიანი ღიღინის ნაცვლად უჩუმრად მხიარულობს, თითქოს ჩემი ხმაურით  არავინ გავაღვიძოო. მისი შუქი ვერცხლისფრად ანათებს შენი ხის სახლის ხის აივანს, სარკმელში სინათლე ქრება, მე კი ვზივარ და ვფიქრობ:

–ნუთუ ესენიღა მაკლდნენ კონკურენტებად?!

 

                                                                                                                გივი კურტანიძე

 

                                           ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2"                29.06.2007 წელი




კატეგორია: კალმით ნაწერი | ნანახია: 1674 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: შენ, გივი კურტანიძე | რეიტინგი: 4.3/6
სულ კომენტარები: 1
+1  
1 GoGlika   (24.06.2010 02:31) [Материал]
Sg MAGArIA!! AQ MEC ViYAvi Am KonkUrSZe Bu ViPOVE MAShiN:))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024