ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:17
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
კალმით ნაწერი [20]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ხელით შექმნილი [0]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » მარტი » 4 » ნაწყვეტი წიგნიდან "თამაში ჭვავის ყანში" (თარგმნა ბ. შველიძემ)
15:37
ნაწყვეტი წიგნიდან "თამაში ჭვავის ყანში" (თარგმნა ბ. შველიძემ)

თუ ნიუ-იორკში არ ცხოვრობთ, გეტყვით რომ ”უიკერ ბარი”, ერთ მდიდრულ, ”სეტონ ოტელშია განთავსებული. ბევრჯერ ვყოფილვარ იქ, მაგრამ ახლა აღარ დავდივარ. თანდათან გადავეჩვიე. ის ერთ-ერთია რომელიც ყველაზე მდიდრულ, კეთილმოწყობილ, ხალხმრავალ ადგილადაა მიჩნეული, ამიტომაც ყველა გაიძვერა, თაღლითი აქ ამოჰყოფდა ხოლმე თავს. ორი ფრანგი გოგონა ჰყავდათ, თინა და ჟანინი, გამოვიდოდნენ ყოველ ღამე ორჯერ-სამჯერ, როიალს უკრავდნენ და მღეროდნენ. ერთი საზიზღრად უკრავდა, მეორე კი მღეროდა, უმრავლესად რიტმულ, ბინძურ სიმღერებს ანდა ფრანგულს. უფროსი ჟანინი, სწორედ ის, რომელიც მღეროდა, ყოველთვის რაღაცას წაიჩურჩულებდა ხოლმე სიმღერის წინ იმ წყეულ მიკროფონში. ამბობდა: ” და ახლა გვინდა გადმოგცეთ ჩვენი შთაბეჭდილება ვულე ვუ ფრანზეს მიმართ. ეეეს ააარის ამბავი პააატარა ფრანღი გოგონასი, რომელიც ჩამოდის დიიიდ ქააალაქში, როგორც მაგალითად ნიუ-იორკია და შეყვარდება პააატარა ბრუკლინელი ბიჭი. იმედია მოგწონთ”. შემდეგ, როცა ჩურჩულს მორჩებოდა, წაიმღერებდა რაღაც ღვინისავით გამაბრუებელ სიმღერას, ნახევარს ინგლისურად, ნახევარს ფრანგულად და მთლად გამოათაყვანებდა ხოლმე იქ მყოფ გაიძვერებს. საკმარისია იქვე ახლომახლო მჯდარიყავით და მათი ტაში-ტუში დაგენახათ, მაშინვე შეიძულებდით ადამიანთა მოდგმას, გეფიცებით ასე იზავდით. ბარის მეპატრონეს რაც შეეხება, მკბენარი ტილი, ნამდვილი სნობი. არაფრის დიდებით არ დაგელაპარაკებოდათ თუ გამოჩენილი, სახელგანთქმული ან ვინმე ასეთი არ იყავით, თუ იყავით მაშინ არ შეგეზიზღებოდათ მისი დანახვა, თავს შემოგევლებოდათ, თან მომხიბლავად დაგეღრიჯებოდათ, ნახეთ როგორი მოხდენილი ბიჭი ვარო, დააყოლებდა, ”აბა! როგორაა საქმე კონექტიკუტში?” ანდა ”ფლორიდაში რა ამბებია?” მოკლედ არ ვხუმრობ, საშინელი ადგილი იყო. თანდათან სრულიად შევეშვი იქ სიარულს.


ინგლისურიდან თარგმნა ბადრი შველიძემ

კატეგორია: კალმით ნაწერი | ნანახია: 1792 | დაამატა: nutu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024