მზეს... (გივი კურტანიძე) - 23 თებერვალში 2010 - გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება - ხარაგაული და ხარაგაულელები
პარასკევი, 09.12.2016, 10:39
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
კალმით ნაწერი [20]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ხელით შექმნილი [0]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » თებერვალი » 23 » მზეს... (გივი კურტანიძე)
00:12
მზეს... (გივი კურტანიძე)

... არ მიყვარს მზე, არა და ის ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი, მისი უდიდებულესობა კაშკაშით ამობრწყინდება ხოლმე ცამრგვალზე. გაგვათბობს,სიცოცხლეს შთაგვბერავს და მერე დაიკარგება სადღაც.

   მაინც არ მიყვარს მზე! თუმცა იყო დრო,როცა მიყვარდა,ძალიან მიყვარდა და ვეტრფოდი მას. სულ მინდოდა მივწვდომოდი და გულში ჩამეკრა, მაგრამ ის ურცხვად მიყურებდა და ახლოსაც არ მიკარებდა. მე მას თვალს ვერ ვუსწორებდი,თუმცა მაინც ვკითხულობდი მის სახეზე დამცინავ ღიმილს.

  იყო დრო, როცა მეგონა,რომ მზე მარტო ჩემთვის ამოდიოდა და მხოლოდ ჩემთვის ანათებდა, მე მიყურებდა. მეც სხვას ვერავის ვერ ვამჩნევდი,თითქოს ქვეყნად მარტო მე და ის ვიყავით, ხელს ვუწვდიდი,მაგრამ რას მივწვდებოდი, ის ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი...

  არ მიყვარს მზე! არ მიყვარს, მაგრამ მაინც მინდა,რომ ჩემი იყოს, მაინც მინდა,რომ მარტო მე მიყურებდეს და მხოლოდ ჩემთვის ამოდიოდეს. ახლოს მოვიდეს და თვალებში ჩამხედოს, მეც ჩავხედო და ვუთხრა, რომ ოდესღაც ძალიან მიყვარდა...

   თუმცა იქნებ ჯობია ყველაფერი ძველებურად დარჩეს? მაგრამ არა! იქნებ ისიც ჩემსავით ფიქრობს და ნანობს წარსულს?!...  არა! არა!  სისულელეა, მას ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ და სულაც არ იცის ჩემი არსებობის შესახებ!  დიახ, ასეა! ასე!        ის ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი.

                                                                 * * *

  ... აი ვხედავ! მე მას ვხედავ! ვხედავ როგორ მოიწევს ჩემსკენ,  მომახლოვდა, და სახე ახლო მომიტანა. დამცხა,ძალიან დამცხა,სიმხურვალისგან სახე ამიწითლდა, ნუთუ იმასაც დასცხა?  ასეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ: მე მასთან ვარ, ის  ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი...

   მაგრამ.. ღმერთო!  რა ხდება? სად წავიდა? სად გაქრა? ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო? ნუთუ კიდევ ერთხელ დამცინეს?...

დიახ, სიზმარი ყოფილა, რა მცირე ხანს გასტანა ბედნიერებამ...

                                                                    * * *

    გათენდა. მზემ თავისი  ოქროსფერი სხივები არემარეს გადმოჰფინა,  ნელ–ნელა ზენიტისკენ აცურდა და სრულად გამოაჩინა თავისი სილამაზე. ის ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი.

  მე ვდგავარ და შევყყურებ მზეს და რაც მთავარია ეს აღარ არის სიზმარი.

                                             


                                                                                                    დეკემბერი  2006 წ.                                         

                                                                                                    გივი კურტანიძე 

კატეგორია: კალმით ნაწერი | ნანახია: 678 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: პოეზია, გივი კურტანიძე, პროზა | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
+1   Spam
2 misisarqiteqtor   (24.02.2010 01:02)
applause good heart hello

+2   Spam
1 nutu   (23.02.2010 17:34)
good good good

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016