ხარაგაულს (გურამ სახვაძე) - 15 მარტში 2010 - გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება - ხარაგაული და ხარაგაულელები
ორშაბათი, 05.12.2016, 07:27
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
კალმით ნაწერი [20]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ხელით შექმნილი [0]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » მარტი » 15 » ხარაგაულს (გურამ სახვაძე)
22:52
ხარაგაულს (გურამ სახვაძე)
ქვეყნად ბევრია დაბაც, ქალაქიც
შენზე დიდები ათჯერ, ათასჯერ,
მაგრამ მე შენი ოდა–სახლები
სულ მირჩევნია ყველა ცათამბრჯენს.
მე მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს ბედნიერად,
მე შენს ხრიოკებს ვერ შეველევი,
მე ჩემებური სიყვარული მაქვს,
და სხვას იქნება ვერც შევედრები,
მაგრამ ნუ მიწყენ უბრალო მოკვდავს,
თუ ისე ვერ ვთქვი რისი ღირსიც ხარ,
მთავარი არის შვილი ვარ შენი,
და გულში მუდამ ხატად მიზიხარ.
მე შენი ძე ვარ,მწყემსი ვარ შენი,
შენი ჭირის და ლხინის მოწილე,
ჩემთვის სამშობლო იწყება შენით
და მინდა ბევრი მყავდეს მოცილე.
მე ერთი ქვა ვარ შენი მდინარის
ჩხერიმელა რომ ქვია სახელად,
წყალს ნუ გამატან,გამომიყენე
შენი კედლების ასამაღლებლად.
მე მტევანი ვარ შენი ვაზისა
სიმინდის ყანის ერთი მარცვალი,
შენი ფესვიდან აღმოვცენდი და
შენს მიწაში ვარ დასამარხავი.
ნაპერწკალი ვარ მე პაწაწინა,
როცა დაგჭირდეს ცეცხლად მაქციე,
ოღონდ იმ ცეცხლით მოიგერიე
და მტერი შენი უკუაქციე.
ქვეყნად ბევრია დაბაც, ქალაქიც
შენზე დიდები ათჯერ, ათასჯერ,
მაგრამ მე შენი ოდა–სახლები
სულ მირჩევნია ყველა ცათამბრჯენს.

                                    გურამ სახვაძე
კატეგორია: კალმით ნაწერი | ნანახია: 823 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ხარაგაული, გურამ სახვაძე | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 mai   (05.05.2012 13:58)
gaixare am didi siyvarulistvis

0   Spam
1 davit   (14.10.2010 16:49)
momewona es leqsi ,kargia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016