აკაკი "გამზრდელი", გაგრძელება (გალექსა ბადრი შველიძემ) - 4 მარტში 2010 - გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება - ხარაგაული და ხარაგაულელები
ორშაბათი, 05.12.2016, 07:24
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
კალმით ნაწერი [20]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ხელით შექმნილი [0]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » მარტი » 4 » აკაკი "გამზრდელი", გაგრძელება (გალექსა ბადრი შველიძემ)
15:04
აკაკი "გამზრდელი", გაგრძელება (გალექსა ბადრი შველიძემ)
აკაკი
"გამზრდელი"

. . .
წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია!...
ჩაიკეცა სულთამბრძოლი,
წამლის კვამლში გაეხვია...

*  *  *

ამ სურათის შემხედვარეს
საფარს უცებ ელდა ეცა,
მაგრამ შფოთვა ვერ უშველის
ვერც ჰაჯის და ვერცა ერსა. 

დაიჩოქა, მუხლზე დადგა,
დიდხანს იყო ჩაკეცილი.
დასტიროდა თავის გამზრდელს,
გონება აქვს ჩაკეტილი.

ჰაჯი-უსუბ, რად დამღუპე?
-ეკითხება საფარ ბეგი,-
ვარ ისედაც დაღუპული,
დამიმატე სატანჯველი!

სამი სტროფი საკმაროა
ჰაჯისა და საფარ-ბეგზე.
ახლა ფაცხა ვინახულოთ
ისევ თუ დგას მყარად ფეხზე.

დაბნელდა და ბათუს ფაცხას
მზის სხივი რომ დაემალა,
ამ დროს ბათუ ტყეში იყო
და სახლისკენ გაემართა.

შინისაკენ მომავალი
ფიქრობდა რა იმ მომხდარზე,
ბრაზი უფრო მეტად მოსდის
მეგობრის ნამოქმედარზე.

შინ მივიდა, ცოლს მოუხმო
მოეხვია, ცეცხლთან დაჯდა
ქალმა ვახშამი მიართვა
ქმარი კარგად დაანაყრა.

ამის შემდეგ ძილს მიეცნენ
ორივენი ტკბილად, თბილად
მაგრამ დილით გაღვიძებულთ
ნამეტნავად შეაცივნათ.

კარს ზამთარი მომდგარიყო,
არემარეს თოვლი ფარავს.
ლამაზია თვალს ვერ მოსწყვეტ
გადათოვლილ ხეს და ბალახს.

უსუბ ჰაჯის ტრაგედია
ბათუს ყურსაც გაუგია,
უცებ გარეთ გავარდნილა
იარაღიც წაუღია.

მიდის გზაში და შემოხვდა
ამღვრეული საფარ-ბეგი.
შორიახლოს გაჰყმუოდა
დამშეული რუხი მგელი.

ბათუმ თოფი შეამზადა,
დაუმიზნა მყისვე გულში,
საფარ მიხვდა მის განზრახვას
და ტკივილი იგრძნო სულში.

არ მინდა რომ ჩემი მოკვლით
მან დაიდოს დიდი ცოდო
აჯობებს რომ თავის მოკვლით
ღმერთს ისევე მე შევცოდო.

თავში ამან გაუელვა
მეტი არც კი უფიქრია,
მიიხალა შუბლში ტყვია
წამლის კვამლში გაეხვია!

გაგრძელება გალექსა ბადრი შველიძემ, 17 წლის.
კატეგორია: კალმით ნაწერი | ნანახია: 5033 | დაამატა: nutu | ტეგები: გაგრძელება, გამზრდელი, აკაკი | რეიტინგი: 4.4/8
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 beqa lomsadze   (10.03.2012 13:18)
swori gzaaa chemi azrit yvela codvas monanieba unda da tavis mokvlit suli samudamod midis jojoxetshiii :(:(:(:( :|||| ai ra tom mowons es dasasruli : mixaria rom am poemis gagrdzeleba ase lamazad shedzles magram mkainc dziritad da unikalures poetad itvleba akakai wereteli romelic chemtvis yvelaze karg mwerals warmoadgenss :) ;) ;) :P ;)

0   Spam
5 beqa lomsadze   (10.03.2012 13:13)
au es poema sul viswavle magram ver gadamiwyvetia es dasasruli viswavlo tu ertia kidev is dz magaria ai es !!! :)
... რა გაისმა გასროლის ხმა,
საფარ სწრაფად გამოერკვა;
შეავლო რა თვალი გამზრდელს,-
გულწასული ზედ დაეცა;

დასტიროდა ცხელ ცრემლებით
ბევრათასი გმირის გამზრდელს,
გულს ჭირი ვერ დაეტია,
ბევრზედ ბევრი ლხინის დამტევს;

საფარს თავი ცოცხლად არ სურს,
მიიბჯინა შუბლზედ თოფი,
ზურგის ცოდვით დამძიმებას
რას უშველის ცრემლი, ოფლი?!

მაგრამ არა, არ მოიკლავს
თავს უსუბის გამოზრდილი,
ასე დახსნა ადვილია,
ჭირში უნდა ღონე დიდი;

სთქვა: "წავედი, გავიჭრები,
შევაფარებ თავს უდაბნოს,
მხოლოდ დიდი ლოცვით უნდა
სამოთხემდი გზა გავკაფო".

და მთის მწვერვალს ცის მახლობლად,
ბერის მღვიმეს ცრემლი ალტობს;
ფიცის გამტეხს, ზეცის დამქცევს,
ქვეყნად კაცად არვინ არ სცნობს!..

0   Spam
4 mari :)   (30.03.2011 00:00)
"გამზრდელის" მთავარი აზრი მიტევება, შენდობაა. აკაკის ბათუ სულით ასე არ დაეცემოდა... მაგრამ მაინც კარგი იყო.. :))

0   Spam
3 beqahouse   (15.02.2011 13:25)
amis damweri dzalian nichieria....yochag...logikuri finalia

0   Spam
2 arqiteqtor   (04.03.2010 19:31)
მაინც მოაკვლევინეთ ბათუს?

კარგია.


0   Spam
1 nutu   (04.03.2010 15:04)
სგ ბაჩო

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016